მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე გადის ცენტრალური მცველის საძებრად, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრობლემური პოზიცია გუნდისთვის. „რეალს“ ასევე სურს მოედნის ცენტრის გამყარება და უკვე ჩამოყალიბდა კანდიდატზე.
საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ „რეალის“ მხრიდან სერიოზული ყურადღება დაიმსახურა, – წერს ესპანური გამოცემა El Gol Digital. წყაროს მონაცემებით, მადრიდში მიაჩნიათ, რომ 33 წლის ფეხბურთელის გამოცდილება ძალიან კარგი დამატება იქნება ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, ამიტომაც მისი ტრანსფერი მთავარი მიზანი იქნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.
აღნიშნავენ, რომ თავად კანტე დადებითად უყურებს „რეალთან“ შეერთების იდეას. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონ ევროს შეადგენს.