რეალი ნეიმარის ტრანსფერში ხამესის ჩართვას აპირებს
რეალი ნეიმარის ტრანსფერში ხამესის ჩართვას აპირებს

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას კვლავ აქვს განზრახული პარი სენ-ჟერმენის ფორვარდ ნეიმარის შეძენა, – წერს გაზეთი ასი (AS).

ესპანურ გრანდს სურს, გარიგებაში ჩართოს კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც ამჟამად ბაიერნში იჯარის წესით თამაშობს. თავად ხამესიც მზად არის სხვა კლუბში გადასასვლელად, რადგან მიუნხენელთა რიგებში ვერ იღებს საკმარის სათამაშო დროს.

ხამეს როდრიგესი 2017 წლის ზაფხულში გადავიდა რეალიდან ბაიერნში ორწლიანი იჯარით.

ამ სეზონში მან 11 მატჩი ჩაატარა გერმანიის ჩემპიონის რიგებში, სამი გოლი გაიტანა და ერთ საგოლე პასი შეასრულა.