მადრიდის „რეალმა“, შესაძლოა, „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი გაიფორმოს, – იტყობინება გამოცემა Fichajes-ი.
24 წლის ნიგერიელის მომავალი იტალიურ კლუბში ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ფორვარდი უკმაყოფილო დარჩა „ნაპოლის“ ოფიციალურ ტიკ-ტოკში განთავსებული ვიდეოთი და განიხილავს სარჩელის შეტანას თავისი კლუბის წინააღმდეგ.
ოსიმენის მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.