რეალი ნაჩო ფერნანდესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
რეალი ნაჩო ფერნანდესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

მადრიდის „რეალი“ მცველ ნაჩო ფერნანდესთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ესპანური „მარკას“ ცნობით, სამეფო კლუბი 29 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულებას 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

2018/2019 წლების სეზონში მცველმა „ლა ლიგაში“ 20 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნაჩო „რეალის“ აკადემიიდან გადავიდა მთავარ გუნდში. იგი „ლოს ბლანკოსის“ წევრია 10 წლიდან.
2011 წლის 23 აპრილს, „ვალენსიას“ მატჩში, ნაჩომ პირველად იასპარეზა „რეალის“ ძირითად გუნდში.
მადრიდელებთან ერთად, ნაჩო გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის მოგება 4-ჯერ აღნიშნა, ხოლო უეფას სუპერთასი სამჯერ აღმართა.