„რეალი“ მზადაა, „ასტონ ვილას“ ფორვარდისთვის ენდრიკი დათმოს #1TVSPORT
„რეალი“ მზადაა, „ასტონ ვილას“ ფორვარდისთვის ენდრიკი დათმოს #1TVSPORT

„ასტონ ვილას“ 21 წლის კოლუმბიელმა ფორვარდმა, ჯონ დურანმა მადრიდის „რეალის“ ყურადღება მიიპყრო.

როგორც ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato ამტკიცებს, ესპანელები სერიოზულ ბრძოლას აპირებენ „პარი სენ-ჟერმენთან“ კოლუმბიელის გადასაბირებლად. ასევე, დურანით საუდის არაბეთის „ალ-ნასრიც“ ინტერესდება. ელოდებიან, რომ ბირმინგემული კლუბი თავის ფეხბურთელს არ დათმობს 80 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად.

ამასთან, „რეალი“ მზადაა, შესთავაზოს „ასტონ ვილას“ არა მხოლოდ ფული, არამედ თავისი ახალგაზრდა ტალანტი ენდრიკი. ამ უკანასკნელთან მიმართებაში ლაპარაკია იჯარაზე და არა გაყიდვაზე.