„რეალი“ მზად არის გიულერი იჯარით გაუშვას #1TVSPORT
„რეალი“ მზად არის გიულერი იჯარით გაუშვას #1TVSPORT

არდა გიულერი ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქი ფეხბურთელი ამ სეზონში რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.

გიულერი მხოლოდ მეოთხედ მოხვდა „რეალის“ სასტარტოში. ფეხბურთელის განვითარება ფერხდება, ამიტომაც დღის წესრიგში დგება მისი იჯარით გაშვება.

აქამდე „რეალი“ თავს იკავებდა გიულერის დროებით გასხვისებაზე, მაგრამ გამოცემა CaughtOffside-ის მონაცემებით, ახლა მადრიდული კლუბი მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს კარგი ამბავია ისეთი კლუბებისთვის, როგორებიც არიან „არსენალი“, „ასტონ ვილა“ და „იუვენტუსი“, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ყველაზე დიდ ინტერესს გამოთქვამენ თურქი გამთამაშებლის მიმართ.