„რეალი“ მზად არის, „ჩელსის“ ენცო ფერნანდესში 120 მილიონი გადაუხადოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მსხვილ გარიგებას ამზადებს. „ჩელსის“ სურს, დაიბრუნოს 120 მილიონი ევრო, რომელიც 2023 წელს ნახევარმცველ ენცო ფერნანდესში გადაიხადა. „რეალი“ მზად არის, ეს თანხა გადაიხადოს 25 წლის არგენტინელში.
ამასთან, ამ გარიგების განსახორციელებლად ესპანურ კლუბს დასჭირდება ამჟამინდელი შემადგენლობიდან მოთამაშეების გაყიდვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა არგენტინული გამოცემის, TyC Sports-ის ჟურნალისტმა რენცო პანტიჩმა.
ამ სეზონში ფერნანდესმა ყველა ტურნირში 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2032 წლის ზაფხულამდეა ძალაში.