„რეალი“ მოდრიჩთან კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT
„რეალი“ მოდრიჩთან კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 39 წლის ლუკა მოდრიჩი კიდევ ერთი წელი დარჩება „რეალში“.

მადრიდულ კლუბში კმაყოფილნი არიან ხორვატი ფეხბურთელის ფიზიკური ფორმით და სჯერათ, რომ მას შეუძლია, კიდევ ერთი წელი ითამაშოს უმაღლეს დონეზე.

მოდრიჩისთვის მნიშვნელოვანი იქნება „რეალში“ დარჩენა მომავალი წლის ზაფხულამდე, რადგან მისი მიზანია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.