„რეალი“ მბაპეს ალტერნატივად მანეს განიხილავს
„რეალი“ მბაპეს ალტერნატივად მანეს განიხილავს

„სამეფო კლუბი“ ალტერნატიულ გზას ეძებს, თუ მბაპესთან ზაფხულის სტარნასფერო ფანჯრის პერიოდში ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდება, – წერს  Le10 Sport.

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდელების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „ლივერპულის“ ფორვარდის თამაშით მოხიბლულია და „რეალში“ მის გადმოყვანაზე ფიქრობს.

პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი მონაცემებით, „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს გასხვისებას აღარ აპირებს და „რეალისთვის“ სადიო მანე შესანიშნავი ალტერნატიული გამოსავალია.

ევროპული პრესის თანახმად, „სამეფო კლუბში“ გადასვლით თვითონ სადიო მანეც დაინტერესებულია, რაც მადრიდელებს მოლაპარაკებების დროს მწვანე შუქს აუნთებს.