რეალი მარსელოში იუვენტუსს 70 მილიონს სთხოვს
რეალი მარსელოში იუვენტუსს 70 მილიონს სთხოვს

მადრიდის რეალმა ტურინის იუვენტუსს მარსელოს სატრანსფერო თანხა დაუსახელა. ამის შესახებ ინფორმაციას კორიერე დელო სპორტი (Corriere dello Sport) ავრცელებს.

ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა რეალის სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაკარგა, ბოლო დროს მის ნაცვლად ხშირად სერხიო რეგულონი თამაშობს. იტალიური გაზეთის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მარსელო ნაკლებად თამაშობს, მადრიდულ კლუბს მის სანცვლოდ დაახლოებით 70 მილიონი ევროს მიღება სურს.

მარსელოს იუვენტუსს სეზონის დასაწყისიდან უკავშირებენ. მისი ტურინში გადასვლის ალბათობას კრისტიანო რონალდოს ფაქტორი ზრდის – პორტუგალიელს იუვეში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს.