„რეალ მადრიდი“ „რივერ პლეიტის“ მცველისთვის იბრძოლებს
„რეალ მადრიდი“ „რივერ პლეიტის“ მცველისთვის იბრძოლებს

„რივერ პლეიტის“ ცენტრალურმა მცველმა ლუკას მარტინეს კუარტამ მადრიდის „რეალი“ დააინტერესა. 23 წლის არგენტინელით ასევე დაინტერესებულები არიან „ინტერი“, „ვალენსია“ და „მანჩესტერ სიტი“, თუმცა მადრიდული სამეფო კლუბი ამ ბრძოლაში ფავორიტია.

„რეალმა“ გადაწყვიტა, გააძლიეროს დაცვის ცენტრი, რადგან გუნდში 2019 წლის ზაფხულში გადასულმა ედერ მილიტაომ ვერ გაამართლა მწვრთნელ ზინედინ ზიდანის იმედები.

ამ სეზონში არგენტინის ჩემპიონატში კუარტამ 19 მატჩი ჩაატარა „რივერის“ შემადგენლობაში და ერთი საგოლე პასი შეასრულა. არგენტინელის კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან 2021 წლის ბოლომდეა ძალაში.