„რეალი“ ლუკა იოვიჩს იჯარით გაუშვებს
„რეალი“ ლუკა იოვიჩს იჯარით გაუშვებს

მადრიდის „რეალი“ აპირებს იჯარით გაუშვას ფორვარდი ლუკა იოვიჩი. 22 წლის სერბისთვის უკვე ეძებენ კარიერის გაგრძელების ვარიანტებს.

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უკვე აცნობა სერბს, რომ ვერ მისცემს მას საკმარისი სათამაშო დროის გარანტიას.

გასულ სეზონზე იოვიჩმა ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ იოვიჩის გადაბირებით „მილანია“ დაინტერესებული.