„რეალი“ ლოპეტეგის შემცვლელად კონტეს ამზადებს
„რეალი“ ლოპეტეგის შემცვლელად კონტეს ამზადებს

ვებგვერდ „ფუტბოლ იტალიას“ (Football Italia) ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა უკვე სერიოზულად ფიქრობს ამჟამინდელი მწვრთნელის, ხულიენ ლოპეტეგის განთავისუფლებაზე. კლუბის ბოსები უკმაყოფილონი არიან იმ შედეგებით, რომელსაც ბოლო დროს “სამეფო კლუბი” აჩვენებს.

იტალიური და ესპანური მედიის ცნობით, „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს მიწვევას აპირებს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ოქტომბერში გასამართ „სუპერკლასიკოზე“ – „ბარსელონასთან“ წაგების შემთხვევაში, ლოპეტეგი აუცილებლად დაკარგავს პოსტს.

„რეალს“ ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩი არ მოუგია, თან ამ შეხვედრებში ერთი გოლიც არ გაუტანია.