„რეალი“ „ლივერპულს“ ვან დეიკში 180 მილიონს შესთავაზებს
„რეალი“ „ლივერპულს“ ვან დეიკში 180 მილიონს შესთავაზებს

მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „ლივერპულის“ მცველის, ვირჯილ ვან დეიკის შეძენით. გამოცემა „დონ ბალონის“ ინფორმაციით, ზაფხულში „სამეფო კლუბი“ ნიდერლანდელში მერსისაიდელებს 180 მილიონ ევროს შესთავაზებს.

„ლივერპული“ უკვე საქმის კურსშია და ეცდება ფეხბურთელის შენარჩუნებას. ამასთან, ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილება თავად ვან დეიკმა უნდა მიიღოს.

აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ მცველზე წინადადებას ასევე „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ამზადებენ.