„რეალი“, „ლივერპული“და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში „ბარსელონას“ შეეცილებიან
„რეალი“, „ლივერპული“და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში „ბარსელონას“ შეეცილებიან

„ლივერპული“, „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის შეძენას შეეცდებიან, – იუწყება  Marca.

შეგახსენებთ, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი თავდამსხმელის მოსაპოვებლად გამართულ სატრანსფერო ბრძოლაში „ბარსელონა“ ლიდერობს.

მიმდინარე სეზონში 22 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა „ინტერის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „ინტერის“ მესვეურებს ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ, ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონ ევროს სთავაზობს.

პორტალ „ტრანსფერმარკეტის“ მომაცემებზე დაყრდნობით, კატალონიელთა წინადადება იტალიურ მხარეს ხელს აძლევს, რადგან ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ღირებულება 64 მილიონი ევროა, ხოლო ჟუნიორის – 20 მილიონი.

შესაბამისად, „ბარსელონა“ „ინტერისთვის“ მარტინესის სატრანსფერო ღირებულებაზე 26 მილიონი ევროთი მეტის გადახდას აპირებს.