„რეალი“ „ლევერკუზენის“ სამი ფეხბურთელით ინტერესდება #1TVSPORT
„რეალი“ „ლევერკუზენის“ სამი ფეხბურთელით ინტერესდება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში „ლევერკუზენის“ სამი ფეხბურთელი მოექცა, – წერს გამოცემა Football Transfers-ი.

წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი ინტერესდება ჯერემი ფრიმპონგით (მცველი), ფლორიან ვირტცით (ნახევარმცველი) და ვიქტორ ბონიფაცით (ფორვარდი).

მიმდინარე სეზონში ფრიმპონგმა 16 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ვირტცს 17 მატჩში ექვსი გოლი და 10 საგოლე პასი აქვს, ბონიფაცის – 16 მატჩში 11+6.

11 ტურის შემდეგ „ლევერკუზენი“ 31 ქულით ბუნდესლიგის ლიდერია.