„რეალი“ ხამესის „ატლეტიკოში“ გაყიდვაზე თანახმაა
„რეალი“ ხამესის „ატლეტიკოში“ გაყიდვაზე თანახმაა

მადრიდის „რეალი“ თანახმაა ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის „ატლეტიკოში“ 40 მილიონ ევროდ გაყიდვაზე, – იტყობინება „კალჩო ნაპოლი 24“ (Calcio Napoli 24).

წყაროს ცნობით, 28 წლის კოლუმბიელი მომავალ კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო შემდეგ ხელს ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხამესი იჯარის წესით „ბაიერნში“ თამაშობდა. გერმანულ კლუბს შეეძლო მისი გამოსყიდვა, მაგრამ ამის გაკეთება არ მოისურვა.

2018/2019 წლების სეზონზე ნახევარმცველმა 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.