„რეალი“ ხამეს როდრიგესს 40 მილიონ ევროდ აფასებს
„რეალი“ ხამეს როდრიგესს 40 მილიონ ევროდ აფასებს

„სამეფო კლუბი“ ხამეს როდრიგესს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისებს, – იუწყება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი 28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ხამეს როდრიგესის შეძენას აპირებენ: „ევერტონი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ბექჰემის „ინტერ მაიამი“.

კოლუმბიელი ნახევარმცველის კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2021 წლამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ხამეს როდრიგესმა „რეალის“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.