ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მხოლოდ მეორე წელია მადრიდის „რეალში“ თამაშობს, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. და კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს აღნიშნოს მისი მიღწევები.
როგორც გაზეთი AS წერს, უახლოეს პერიოდში „რეალი“ ბელინგემთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. მადრიდელები გეგმავენ შესთავაზონ ინგლისელს ახალი ხელშეკრულება, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, რა თქმა უნდა, ხელფასის მნიშნელოვანი მატებით.
ბელინგემის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.