„რეალი“ იჯარით უშვებს ფეხბურთელს, რომელშიც 60 მილიონი გადაიხადა
„რეალი“ იჯარით უშვებს ფეხბურთელს, რომელშიც 60 მილიონი გადაიხადა

სერბმა ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ უკვე ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. როგორც ესპანური გაზეთი „მარკა“ (Marca) წერს, 21 წლის ფეხბურთელმა ვერ მოხიბლა წინასასეზონო პერიოდში „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი. ამის გამო, იოვიჩს იჯარით სხვა კლუბში გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ იოვიჩი „რეალის“ მოთამაშე 4 ივნისს გახდა. მადრიდელებმა სერბის სანაცვლოდ „აინტრახტს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადეს.