„რეალი“ ჰოლანდს აღარ შეიძენს
„რეალი“ ჰოლანდს აღარ შეიძენს

მადრიდის „რეალმა“ უარი თქვა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის შეძენაზე, წერს „დეილი მეილი“.

წყაროს ცნობით, მიზეზი გახდა ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას გაზრდილი ფინანსური მოთხოვნები, აგრეთვე იმ თანხის ოდენობა, რომელიც ტრანსფერის შემთხვევაში ესპანელებმა ჰოლანდის მამას უნდა გადაუხადონ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ სკანდინავიელის ფასი, რომელიც დღეს 75 მილიონ ევროს შეადგენს, ევროპულ ფეხბურთში არსებული პაუზის დასრულების შემდეგ შემცირდებოდა.

ჰოლანდი ამა წლის იანვარში „ზალცბურგიდან“ 20 მილიონ ევროდ გადავიდა „დორტმუნდში“.