„რეალი“ გულშემატკივრების ტრიბუნებზე შეშვებას ოქტომბერში გეგმავს
„რეალი“ გულშემატკივრების ტრიბუნებზე შეშვებას ოქტომბერში გეგმავს

მადრიდის „რეალი“ მაყურებლების „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეშვების გეგმას ამუშავებს, იტყობინება გამოცემა „მარკა“ (Marca).

წყაროს ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში „სამეფო კლუბი“ სტადიონის 30 პროცენტით შევსებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო, 2019-2020 წლების სეზონს 11 ივნისს განაახლებს. 28-ე ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს „სევილია“ და „ბეტისი“ დაუპირისპირდებიან.