რეალი ფირმინიოთი დაინტერესდა
რეალი ფირმინიოთი დაინტერესდა

მადრიდის „რეალის“ ხემძღვანელობა აღარ აპირებს დაშვებული შეცდომები გაიმეოროს და უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის დროს და შემდეგ ზაფხულშიც, გუნდის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი.

როგორც ესპანური მედია იტყობინება ზამთრის ან მომავალი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს „რეალი“ აუცილებლად შეიძენს ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც რონალდოს სრულფასოვანი შეცვლა შეეძლებათ. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე კი „ლივერპულის“ ბრაზილიელი ფორვარდი ფირმინიოა, რომლითაც „სამეფო გუნდი“ ძალიან დაინტერესებულია.

ჯერჯერობით ტრანსფერის სავარაუდო თანხა არ სახელდება.