„რეალი“ ესპანეთის თასიდან გამოვარდა
„რეალი“ ესპანეთის თასიდან გამოვარდა

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ზინედინ ზიდანის გუნდი მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრას საკუთარ მოედანზე „ლეგანესის“ წინააღმდეგ ატარებდა. პირველი მატჩი ესპანეთის ჩემპიონს სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული.

ზიდანმა სანახევროდ მეორე შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და ამის გამო დაისაჯა. პირველ ტაიმში მადრიდელებს არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ. სტუმრებმა კი ანგარიში 31-ე წუთზე გახსნეს ერასოს გოლით. ქარიმ ბენზემამ 47-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ ამას მოჰყვა 55-ე წუთზე გაბრიელის გამარჯვების გოლი და „ლეგანესი“ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა ნახევარფინალში.

ესპანეთის თასის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა „რეალი“ ტურნირიდან გავარდა სტუმრად პირველი მატჩის მოგების შემდეგ.

„რეალმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

კასილია, ჰაკიმი (კარვახალი, 68), ნაჩო, სერხიო რამოსი, ერნანდესი, კოვაჩიჩი, ლორენტე (მოდრიჩი, 69), ისკო (ბორხა მაიორალი, 77), ვასკესი, ბენზემა, მარკო ასენსიო.