„რეალი“ ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალისტი გახდა
„რეალი“ ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალისტი გახდა

ესპანეთის სუპერთასზე, რომელსაც საუდის არაბეთის ქალაქი ჯედა მასპინძლობს, პირველი ნახევარფინალი გაიმართა – მადრიდის „რეალი“ „ვალენსიას“ წინააღმდეგ. მატჩი ზინედინ ზიდანის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 3:1.

ანგარიში პირდაპირ კუთხურიდან დარტყმით გახსნა ტონი კროოსმა. „რეალის” უპირატესობა ორამდე გაზარდა ისკომ (39-ე წუთი), მეორე ტაიმში 65-ე წუთზე კი ლუკა მოდრიჩმა 3:0 გახადა ანგარიში. „ვალენსიამ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა – პენალტი გაიტანა დანიელ პარეხომ.

„რეალის“ მეტოქე სუპერთასის ფინალში 9 იანვარს მეორე ნახევარფინალში გაირკვევა, რომელშიც „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ შეხვდებიან ერთმანეთს.