„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ლა ლიგას 34-ე ტურში ლიდერი „რეალი“ შინ იღებდა „ესპანიოლს“.

მადრიდულმა კლუბმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ბარსელონურ კლუბს. 33-ე და 43-ე წუთებზე დუბლი შეასრულა როდრიგომ, თითო გოლი გაიტანეს მარკო ასენსიომ (55-ე წუთი) და ქარიმ ბენზემამ (81).

ამ მოგების შემდეგ „რეალმა“ 81 ქულა დააგროვა და მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის. შესაბამისად, ისტორიაში 35-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „ბარსელონას“ 26 ტიტული აქვს.