რეალი ესპანეთის მე-13 გუნდთან განადგურდა – სოლარიმ პირველად წააგო [ვიდეო]
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში სეზონში მეხუთე მატჩი წააგო მადრიდის „რეალმა“. „სამეფო კლუბმა“ სამარცხვინოდ დათმო სტუმრად მატჩი „ეიბართან“ – 0:3. ეს იყო „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანტიაგო სოლარის პირველი წაგება.
„ეიბარმა“ ანგარიში მე-16 წუთზე ესკალანტეს გოლით გახსნა, თამაშს ბედი კი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყვიტა, როცა ხუთი წუთის ინტერვალით სერხიო ენრიჩმა და კიკემ ორი გოლი გაიტანეს.
— Drafts 2.0 (@drafts_2) November 24, 2018
— Drafts 2.0 (@drafts_2) November 24, 2018
— Drafts 2.0 (@drafts_2) November 24, 2018
ბურთის ფლობას თუ არ ჩავთვლით, სტატისტიკური მონაცემები „ეიბარის“ მხარეს იყო: დარტყმები – 14:9, ზუსტი დარტყმები – 8:3, კუთხურები – 5:4.
„რეალი“ 20 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა, „ეიბარი“ კი 18 ქულით მეშვიდე ადგილზე გადავიდა.