„რეალი“ ექვსიათას ადგილიან სტადიონზე გადასვლას აპირებს
„რეალი“ ექვსიათას ადგილიან სტადიონზე გადასვლას აპირებს

მადრიდის „რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები, შესაძლოა, არა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ სხვა სტადიონზე ჩაატაროს, – იტყობინება გაზეთი „მარკა”.

როგორც ირკვევა, მადრიდელები აპირებენ თავიანთი ფარმ-კლუბის „კასტილიას“ სტადიონზე გადასვლას, რომელიც ექვსი ათას მაყურებელს იტევს. ამის წყალობით, „რეალის“ მთავარ არენა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად გაგრძელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

მოსალოდნელია, რომ სეზონის განახლების შემთხვევაში, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაივლის, ასე რომ, „რეალი“ არ იზარალებს უფრო მცირე ზომის სტადიონზე გადასვლით.