„რეალი“ ენდრიკს ზამთარში იჯარით გაუშვებს #1TVSPORT
„რეალი“ ენდრიკს ზამთარში იჯარით გაუშვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ენდრიკი, შესაძლოა, იანვარში იჯარით სხვა კლუბში გადავიდეს, – წერს გამოცემა Defensa Central-ი.

წყაროს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელს უჭირს „რეალის“ ძირითადში ფეხის მოკიდება კონკურენციისა და ტრავმების გამო. მის მიმართ ინტერესს იჩენენ „ვალენსია“ და „სელტა“, ხოლო გარიგება, შეიძლება, უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელდეს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ენდრიკი ზაფხულში დატოვებდა „რეალს“, მაგრამ ბრაზილიელმა რამდენიმე ტრავმა მიიღო და ტრანსფერი შეუძლებელი გახდა.

ენდრიკი „რეალში“ 2024 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა,