„რეალი“ არ გეგმავს ენდრიკის გაშვებას. როგორც გამოცემა Relevo წერს, მადრიდულ კლუბში სჯერათ 18 წლის ბრაზილიელის, რომელიც მომავალში შეიძლება ძირითადი ფორვარდი გახდეს. ასე რომ, ამ ზაფხულს ენდრიკის გაშვება იჯარის წესითაც არ იგეგმება.
ენდრიკის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე ევროპული კლუბი გამოხატავს, რომლებიც ბრაზილიელს რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას სთავაზობენ. გადაწყვეტილების მიღება სეზონის ბოლოსთვის გადაიდო, მაგრამ „რეალში“ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ არ სურთ ფეხბურთელის წასვლა.
თავად ენდრიკმა არა ერთხელ განაცხადა, რომ სურს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა, ამის გაკეთება კი რთული იქნება საკლუბო დონეზე მცირე სათამაშო დროის ფონზე. ფორვარდმა ამ საფრთხის შესახებ უთხრა „რეალის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ კლუბმა დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ მისი სჯერათ და იმედი აქვთ.
ამ სეზონში ენდრიკმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.