„რეალი“ ედენ აზარს „ჩელსის“ 27 მილიონ ევროდ უთმობს #1TVSPORT
„რეალი“ ედენ აზარს „ჩელსის“ 27 მილიონ ევროდ უთმობს #1TVSPORT

ედენ აზარის მადრიდული კარიერა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ბელგიელი „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში 130 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ, ვერ გაამართლა „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების იმედები. ნაწილობრივ, ეს ტრავმებით იყო გამოწვეული, მაგრამ იმ შემთხვევებშიც, როცა აზარი მზად იყო სათამაშოდ, ის მინდორზე ვერ აჩვენებდა ძველ სათამაშო დონეს.

წელს, აზარს 30 წელი შეუსრულდა, „რეალი“ კი რთულ ფინანსურ სიტუაციაში იმყოფება და დანახარჯების შემცირება სურს. ამიტომაც განიხილავს ბელგიელის უკან „ჩელსიში“ გაშვებას დაახლოებით 27 მილიონ ევროდ. ეს ძალიან პატარა თანხაა იმასთან შედარებით, რაც მასში 2019 წელს გადაიხადეს.