„რეალი“ დომინიკ სობოსლაით დაინტერესდა #1TVSPORT
„რეალი“ დომინიკ სობოსლაით დაინტერესდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ინტერესს გამოთქვამს „ლივერპულის“ ნახევარმცველის დომინიკ სობოსლაის მიმართ.

გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ მზად არის წინადადებით მიმართოს „ლივერპულს“ უნგრელ ფეხბურთელთან დაკავშირებით.

ვარაუდობენ, რომ „ლივერპული“ არ დათმობს სობოსლაის 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად. სწორედ ამან შეიძლება შეუშალოს ხელი მადრიდში პოტენციურ გადასვლას.

შეგახსენებთ, უნგრეთის ნაკრების ლიდერი „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში სობოსლაიმ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.