მადრიდის „რეალი“ განიხილავს „პარი სემ-ჟერმენის“ ფორვარდის უსმან დემბელეს გაფორმების შესაძლებლობას, – ამის შესახებ იტყობინება TRT Spor.
29 წლის ფრანგი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ სამიზნე გახდა იმის გამო, რომ მადრიდელებს სირთულეები შეექმნათ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ხულიან ალვარესის შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნავენ, რომ დემბელეს პოტენციური გადაბირებაც რთული პროცესი იქნება.
ასევე წერენ, რომ დემბელეს გაყიდვის შემთხვევაში, პსჟ ისურვებდა „ბაიერნის“ გარემარბის მაიკლ ოლისეს შეძენას.
2017-23 წლებში უსმან დემბელე „ბარსელონაში“ გამოდიოდა.