„რეალი“ დარწმუნებულია, რომ ფეხბურთი არ დაბრუნდება, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ იპოვიან
„რეალი“ დარწმუნებულია, რომ ფეხბურთი არ დაბრუნდება, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ იპოვიან

მადრიდის „რეალში“ ივარაუდეს, როდის შეიძლება განახლდეს საფეხბურთო მატჩები, რომელიც შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო, – დაწერა გაზეთმა „ასმა“.

წყაროს ცნობით, მადრიდულ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთი არ განახლდება იქამდე, სანამ ნაპოვნი არ იქნება კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური მკურნალობა ან ვაქცინა. იტყობინებიან, რომ ლა ლიგა ჯერ ისევ ფიქრობს სეზონის დასრულებას, მაგრამ „რეალს“ მოვლენათა ამგვარი განვითარების არ სჯერა.

ამასთან, მადრიდული კლუბი პესიმისტურად არის განწყობილი არა მხოლოდ თამაშების დაბრუნების, არამედ ჯგუფური ვარჯიშების აღდგენის მიმართ, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უკვე ფიქრობს მომდევნო სეზონზე.