„რეალი“ დანი სებალიოსს „მარსელში“ უშვებს #1TVSPORT

22:11, 25.08.2025

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ 29 წლის ნახევარმცველი დანი სებალიოსი ახლოს არის „მარსელში“ გადასვლასთან.

წყაროს ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ამ მომენტისთვის ლაპარაკია 10-15-მილიონიან იჯარაზე, რაც „რეალს“ უფრო მეტად დააკმაყოფილებს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვის, ვიდრე ფეხბურთელის გაყიდვისგან მიღებული თანხის მხრივ.

დანი სებალიოსი 2017 წლიდან თამაშობს „რეალში“. ჯამში, მან 194 მატჩი ჩაატარა მადრიდულ კლუბში, შვიდი გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა თამაში.

ლა ლიგის ახალ სეზონში სებალიოსი პირველ ორ ტურში მატჩის ბოლოს შედიოდა მოედანზე.

მსგავსი