„რეალი“ დანი ოლმოს მიმართ ინტერესს იჩენს #1TVSPORT
„რეალი“ დანი ოლმოს მიმართ ინტერესს იჩენს #1TVSPORT

„რეალი“ დაინტერესებულია „ლაიპციგის“ შემტევი ნახევარმცველის დანი ოლმოს ტრანსფერით, – იტყობინება გამოცემა El Nacional.

23 წლის ოლმო პირველ ადგილზე იყო „ბარსელონას“ პოტენციური ტრანსფერების სიაში, მაგრამ, საბოლოოდ, კატალონურმა კლუბმა უარი თქვა თავისი აღზდილის დაბრუნებაზე. ახლა, ოლმოს მიწვევით დაინტერესებულია „რეალი“, რომელიც მზად არის ტრანსფერი მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელოს.

ამ სეზონში ოლმომ 18 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.