„რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ კომანისთვის ბრძოლაში ჩაებნენ
„რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ კომანისთვის ბრძოლაში ჩაებნენ

მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებიან „ბაიერნის“ ფრანგი შემტევით კინგსლი კომანით, – ამტკიცებს „სქაი სპორტსი“.

წყაროს ცნობით, ორივე კლუბს ჩაფიქრებული აქვს კომანის შეძენა უახლოესი სატრანსფერო ბაზრის დროს. ფრანგმა, შესაძლოა, თავადაც მოისურვოს მიუნხენური კლუბის დატოვება, თუ „ბაიერნი“ შეიძენს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს ლეროი სანეს.

კომანი „ბაიერნში“ 2015 წლის ზაფხულში „იუვენტუსიდან“ გადავიდა. ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.