„რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ჰარი კეინის გადმობირებას შეეცდებიან
„რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ჰარი კეინის გადმობირებას შეეცდებიან

მადრიდის „რეალი“ და „მაჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის ჰარი კეინის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან, – იუწყება Express.

გამოცემის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ კეინის სანაცვლოდ 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის შეძენის კიდევ ერთი მსურველი „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ ამ კოლოსალურმა თანხამ დააფრთხო.

ჰარის კეინის კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2024 წლამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.