„რეალი“ და „ლივერპული“ ფეხბურთელების გაცვლას ამზადებენ #1TVSPORT

20:07, 09.04.2026

მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ ნახევარმცველების – ედუარდო კამავინგასა და ალექსის მაკალისტერის გაცვლაზე მუშაობენ, – ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი.

წყაროს ცნობით, მერსისაიდულ გუნდს, დიდი ხანია, მოსწონს კამავინგა, ფეხბურთელის გარემოცვა კი სერიოზულად განიხილავს ფეხბურთელის სხვა კლუბში გადასვლას. თავის მხრივ, „რეალმა“ სერიოზული წინასწარი სამუშაოები ჩაატარა მაკალისტერის ტრანსფერის მოსამზადებლად. მადრიდულ კლუბში მიაჩნიათ, რომ თავისი თვისებებით არგენტინელი ჰგავს გუნდის ყოფილ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს.

ვებგვერდ Transfermarkt-ის შეფასებით, მაკალისტერის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა, კამავინგასი – 50 მილიონი.

მსგავსი