„რეალი" და „ლივერპული" 2021 წელს მბაპეს გაფორმებას იმედოვნებენ
„რეალი" და „ლივერპული" 2021 წელს მბაპეს გაფორმებას იმედოვნებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე კარიერის გაგრძელების ვარიანტებს განიხილავს. როგორც ფრანგული პრესა წერს, 21 წლის ფეხბურთელზე რეალურად აცხადებენ პრეტენზიას „რეალი“ და „ლივერპული“. მათთან კონკურენციის გაძლება პსჟ-ს უკვე 2021 წლის ზაფხულში მოუწევს.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, „რეალი“ მზად იყო 2020 წლის ზაფხულში გაეფორმებინა მბაპე, მაგრამ მადრიდელთა გეგმები შეიცვალა კორონავირუსის პანდემიისა და ფინანსური კრიზისის გამო.

თავად მბაპე ზინედინ ზიდანის დიდი თაყვანისმცემელია, რომელიც დღეს “რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახლავთ. ამასთან, „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მბაპეს შეძენის მცდელობა. მაშინ ტრანსფერის განხორციელება არ გამოვიდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში „ლივერპულმა“ მოასწრო დაებრუნებინა ევროპის საუკეთესო კლუბის სტატუსი. წყაროს ცნობით, კლოპი არ წყვეტს ფორვარდის წარმომადგენლებთან კონტრაქტს იმის იმედად, რომ მომავალში მბაპეს გაიფორმებს.

კილიანის კონტრაქტი პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.