„რეალი“ და „ინტერი“ ისკოსა და ერიქსენის გაცვლაზე მუშაობენ
„რეალი“ და „ინტერი“ ისკოსა და ერიქსენის გაცვლაზე მუშაობენ

მადრიდის „რეალი“ და „ინტერი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ნახევარმცველების გაცვლას აპირებენ.

Sky Germany-ის ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონის რიგებში შეიძლება აღმოჩნდეს დანიელი კრისტიან ერიქსენი, საპირისპირო მიმართულებით კი გაემგზავრება ესპანელი ისკო. ორივე ფეხბურთელს თავიანთ კლუბებში მცირე სათამაშო დრო ეძლევათ და დიდი ალბათობით, ისინი დათანხმდებიან ამ გარიგებას.

აღნიშნავენ, რომ „რეალსა“ და „ინტერს“ უკვე ჰქონდათ კონტაქტი სავარაუდო გაცვლასთან დაკავშირებით. ამასთან, მილანელებს, სავარაუდოდ, თანხის დამატება მოუწევთ, რადგან „რეალი“ ისკოს 60-70 მილიონად აფასებს, ერიქსენი კი 30 მილიონად არის შეფასებული.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელებმა შვიდ-შვიდი მატჩი ჩაატარეს და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონიათ.

ერიქსენის კონტრაქტი „ინტერთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება, ისკო კი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.