„რეალი“ და „ბარსელონა“ ზაფხულში აშშ-ში შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT
„რეალი“ და „ბარსელონა“ ზაფხულში აშშ-ში შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT

ზაფხულში, სეზონებს შორის შესვენებისას, „რეალი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მილანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასასეზონო ტურნირის მონაწილეები გახდებიან.

Soccer Champions Tour-ი – 2024 წელს 27 ივლისიდან 6 აგვისტომდე აშშ-ის ექვს ქალაქში გაიმართება.

მატჩების განრიგი:

მანჩესტერ სიტი-მილანი, 27 ივლისი, ნიუ იორკი

ბარსელონა-მანჩესტერ სიტი, 30 ივლისი, ორლანდო

მილანი-რეალი, 31 ივლისი, ჩიკაგო

რეალი-ბარსელონა, 3 აგვისტო, ნიუ ჯერსი

ბარსელონა-მილანი, 6 აგვისტო, ბალტიმორი

რეალი-ჩელსი, 6 აგვისტო, შარლოტი