„რეალი“ და „ბარსელონა“ ერლინგ ჰალანდის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ #1TVSPORT
„რეალი“ და „ბარსელონა“ განიხილავენ მომავალი წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის ტრანსფერის შესაძლებლობას. როგორც ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი წერს, ორივე ესპანური გრანდი გამოდის იქიდან, რომ ნორვეგიელმა ფეხბურთელმა, შეიძლება, 2027 წელს კლუბის შეცვლის შესაძლებლობა განიხილოს.
წლის დასაწყისში ჰალანდმა ახალი 9-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „მანჩესტერ სიტისთან“. მაშინ პრესაში ამტკიცებდნენ, რომ გამოსასყიდი თანხის შესახებ ყველა პუნქტი, რომელსაც წინა ხელშეკრულება შეიცავდა, გაუქმებულია. მიუხედავად ამისა, „ბარსელონასა“ და „რეალთან“ დაახლოებული წყაროები მიიჩნევენ, რომ ნორვეგიელის კონტრაქტში მაინც არსებობს ოპცია, რომელიც მას პოტენციურად „სიტის“ დატოვების საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, ჰალანდსა და მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას შორის არსებობს შეთანხმება: თუ ფეხბურთელი გადაწყვეტს, რომ მას ახალი გამოწვევა სჭირდება, „სიტი“ ნორვეგიელს კატეგორიულ უარს არ ეტყვის და სიტუაციას განიხილავს.