„რეალი“ და „ბაიერნი“ ნოიჰაუსისთვის იბრძოლებენ
„რეალი“ და „ბაიერნი“ ნოიჰაუსისთვის იბრძოლებენ

„გლადბახის“ ნახევარმცველმა ფლორიან ნოიჰაუსმა, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. ფეხბურთელი მადრიდის „რეალისა“ და „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – წერს გაზეთი „ბილდი“.

თავად ნოიჰაუსიც დაინტერესებულია კლუბის შეცვლით, მაგრამ ეს ზაფხულამდე არ მოხდება. 23 წლის ნახევარმცველი, რომელსაც უკვე გერმანიის ნაკრებშიც იწვევენ, ტოპ-კლუბში თამაშზე ოცნებობს. ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 39 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში ფლორიან ნოიჰაუსმა ბუნდესლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა – სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.