დიდია იმის შანსი, რომ ზაფხულში მილანის „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი კლუბს დატოვებს.
როგორც ესპანური გაზეთი „ეიესი“ (AS) ამტკიცებს, 25 წლის არგენტინელზე პრეტენზიას „რეალი“ და „ატლეტიკო“ აცხადებენ.
იკარდის კონტრაქტი „ინტერთან“ 2021 წლის 30 ივნისს მთავრდება. ამ დროისთვის, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.
2018-19 წლების სეზონში იკარდიმ 27 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.