„რეალი“ და არდა გიულერი კონტრაქტს აგრძელებენ #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების შემტევი არდა გიულერი ახლოს არის მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელებასთან.
მხარეებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ხელშეკრულების გაგრძელებაზე 2032 წლის ზაფხულამდე, – იტყობინება გამოცემა The Athletic-ი. ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლის 30 ივნისამდეა ძალში.
21 წლის არდა გიულერი „რეალში“ „ფენერბახჩედან“ 2023 წელს 20 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სეზონში მან ლა ლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.