„რეალი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას უეფა-ს მხრიდან შურისძიებას უკავშირებს #1TVSPORT
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას უეფა-ს მხრიდან შურისძიებას უკავშირებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალში“ მიაჩნიათ, რომ „ბაიერნთან“ განმეორებით ნახევარფინალში 86-ე წუთზე ედუარდო კამავინგას გაძევება, შესაძლოა, განპირობებული იყო უეფა-ს პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის „რეალზე“ შურისძიებით ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებით მადრიდული კლუბის პოზიციის გამო. ამის შესახებ დაწერა ესპანურმა გაზეთმა, Mundo Deportivo-მ „რეალთან“ დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მატჩის მთავარი მსაჯი იყო სლავკო ვინჩიჩი და აღნიშნავენ მის სავარაუდო კავშირს ჩეფერინთან, რადგან ორივენი სლოვენიელები არიან.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2021 წელს დაარსებული სუპერლიგის პირველი პრეზიდენტი იყო. ამა წლის 11 თებერვალს კი „რეალი“ გახდა ბოლო კლუბი, რომელიც ამ პროექტიდან გავიდა.