„რეალი“ „ჩელსის“ კურტუაზე მოელაპარაკა
„რეალი“ „ჩელსის“ კურტუაზე მოელაპარაკა

ესპანური პრესის ინფორმაციით, “ჩელსის” ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ახლოს არის მადრიდის “რეალში” გადასვლასთან.

როგორც ირკვევა, მხარეებმა უკვე მოილაპარაკეს. შეთანხმების თანახმად, ლონდონური კლუბი 26 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს მიიღებს. რაც შეეხება ფეხბურთელთან კონტრაქტს, “რეალმა” კურტუასთვის ოთხწლიანი კონტრაქტი მოამზადა.