„რეალი“ ჩამოყალიბდა ორ ფეხბურთელზე, რომლებიც სეზონის შემდეგ მადრიდს დატოვებენ #1TVSPORT
„რეალი“ ჩამოყალიბდა ორ ფეხბურთელზე, რომლებიც სეზონის შემდეგ მადრიდს დატოვებენ #1TVSPORT

ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებებისთვის ემზადება.

„სამეფი კლუბში“ მიაჩნიათ, რომ მოვიდა დრო რამდენიმე ფეხბურთელთან გამოსათხოვებლად. უკვე დასახელდა ორი მოთამაშე – ლუკა მოდრიჩი და ლუკას ვასკესი.

ამ დუეტს სეზონის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტები „რეალთან“ და ისინი მადრიდს თავისუფალი აგენტის რანგში დატოვებენ.

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორივე მატჩი წააგო ლონდონის „არსენალთან“ (1:2, 0:3) და ტიტული დათმო. ესპანეთის ჩემპიონატში გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.