„რეალი“ ბენზემასთან კონტრაქტის გაგრძელებისთვის ემზადება
„რეალი“ ბენზემასთან კონტრაქტის გაგრძელებისთვის ემზადება

მადრიდის „რეალის“ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

წყაროს ცნობით, ორივე მხარეს სურს თანამშრომლობის გაგრძელება. უკვე გაიმართა მოლაპარაკებები, რომელმაც აჩვენა, რომ შეთანხმების მიღწევას პრობლემა არ შეექმნება.

ფრანგის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაგრძელდება. ცნობილია, რომ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა 32 წლის ფორვარდთან ახალი გარიგება მოიწონა.

ამ სეზონში ბენზემამ „რეალის“ რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. ის მადრიდულ კლუბში 2009 წლიდან თამაშობს.